შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ რექს ტილერსონსა და სერგეი ლავროვს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. რუსეთისა და შეერთებული შტატების პირველი დიპლომატები ერთმანეთს მანილაში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის ფორუმზე შეხვდნენ. მოლაპარაკების მთავარი თემები სირიის კონფლიქტი, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა, კიბერუსაფრთხოება და სანქციები იყო. სერგეი ლავროვის თქმით, მან ამერიკელი კოლეგისგან დიალოგისთვის მზადყოფნის მესიჯი მიიღო.