ავსტრიაში, ვენაში, ქართველი სტუდენტებისა და ემიგრანტების ორგანიზებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია - "შენს სახლამდე 400 მეტრია" გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციის მიზანია, გააპროტესტონ რუსეთის იმპერიალისტული პოლიტიკა საქართველოში, პატივი მიაგონ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს და შეახსენონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ეს პროცესი დღესაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციის სახით.
ქართველების გარდა, ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობას მიიღებენ მათი უცხოელი მეგობრებიც.
აქცია დღეს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, ვენის სახელმწიფო ოპერის გვერდით გაიმართება.