ირანის პრეზიდენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას სამშაბათს დაასახელებს. ამის შესახებ სააგენტო ტასმინი იტყობინება. მას შემდეგ, რაც მეჯლისი კანდიდატების სიას მიიღებს, პარლამენტი მათი გეგმებით დაინტერესდება. ჰასან როუჰანის ინაუგურაცია თეირანში გუშინ გაიმართა.