"ევროპული საქართველო" პრაიმერში მონაწილეობის შეთავაზებას არ თანხმდება.
"ევროპული საქართველოს" წევრი, ირაკლი კიკნაველიძე აცხადებს, რომ გაერთიანება, მხოლოდ პირველი ტურის შემდეგ არის შესაძლებელი.
"50% ბარიერი ქმნის ბუნებრივად პრაიმერის შესაძლებლობას ,იმისათვის რომ გავიგოთ, რომელი ოპოზიციური კანდიდატია ამ შემთხვევაში უფრო ძლიერი. ჩვენ იმედი გვაქვს, ყველა პროდასავლური ოპოზიციური პარტია, მეორე ტურში მხარს დაუჭერს ელენე ხოშტარიას", - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.
ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ ზალიკო უდუმაშვილს, ალეკო ელისაშვილს და ელენე ხოშტარიას გაერთიანება შესთავაზა.