ვენესუელის პრეზიდენტს მექსიკელი კოლეგა შემოელანძღა. ენრიკე პენია ნიეტოს მან მხდალი უწოდა. ნიკოლას მადუროს თქმით, ესპანეთის ლიდერი ტრამპის მხრიდან ზეწოლას განიცდის და მის ბრძანებებს ემორჩილება. მანამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ ტრამპისა და ნიეტოს სატელეფონო საუბრის ტრანსკიფცია გაავრცელა. გამოცემა ირწმუნება, რომ თეთრი სახლის ლიდერი ნიეტოს მექსიკის კედლის მშენებლობის დაფინანსებას აიძულებდა და სანაცვლოდ ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობდა.