”შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი იქნება.
მისი წარდგენის ღონისძიება დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის სკვერში გაიმართება.
თენგიზ შერგელაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო.
მის სახელს უკავშირდება თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც 2013-2014 წლებში ”ქართული ოცნების” კოალიციურმა ხელისუფლებამ განახორციელა.