ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოფელ არცევთან ხნულის გავლებას იწყებს, ამის შესახებ დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
არსებული ინფორმაციით, ხნულის გავლება ხვალიდან დაიწყება და 18 აგვისტოს დასრულდება.
„სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური ორი კვირის განმავლობაში საინჟინრო სამუშაოებს ჩაატარებს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის აღდგენის მიზნით“, - ნათქვამია განცხადებაში.