სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩართვიდან დღემდე რუსეთის 40-მდე მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთაგან 17 სამხედრო მოსამსახურე, 21 კი დაქირავებული მებრძოლი იყო. განსახვავებულ მონაცემებს ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. შოიგუს უწყების ინფორმაციით, სირიაში დაღუპული რუსების რაოდენობა 10-ს არ აღემატება.