საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოს ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებად აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა მოგებული აქვს.
"ეს ვიზიტი არის მცდელობა, რომ რუსეთმა მოახდინოს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია, თუმცა, ეს სრულიად წაგებული ომია, რადგან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა ძალიან მტკიცეა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ბრძოლა საქართველოსნამდვილად მოგებული აქვს. როდესაც საუბარია მსგავსი ტიპის ქმედებებზე, ეს მხოლოდ დამხოლოდ ზიანს აყენებს რუსეთის ფედერაციის იმიჯს. რაც შეეხება ოკუპაციის თემატიკას დაფარული ანექსიის მცდელობებს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლასაც საქართველო მოიგებს და ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.