Great job! - ასე გამოეხმაურა სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს და მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო შეაქო.
სენატორი მაკკეინი Twitter-ზე Bloomberg-ის სტატიას აზიარებს სახელწოდებით -„პენსის განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გზას ნატო-ში რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად“.
სტატიაში საუბარია საქართველოში პენსის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და წვრთნებზე „ღირსეული პარტნიორი“, რომელშიც 1600 ამერიკელი ჯარისკაცი მონაწილეობს.