ეს ჯდება ერთიან სურათში - ეს არის განგრძობადი პროვოკაცია, - ასე აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას.
მინისტრის შეფასებით, მთავარი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნებაა, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
”გარკვეულ საპასუხო პროვოკაციულ ქმედებებს აქვს ადგილი. ეს ვიზიტიც ალბათ ამ რანგში უნდა განვიხილოთ. ეს ჯდება ერთიან სურათში - ეს არის განგრძობადი პროვოკაცია. ეს არის ფაქტობრივი ანექსიის მცდელობა რუსეთის მხრიდან და ჩვენი ამოცანაა, რომ ნებისმიერი ამ პროვოკაციის ნიველირება მოვახდინოთ. ჩვენი ამოცანაა შევინარჩუნოთ მშვიდობა, რომელიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა”, - განაცხადა ციხელაშვილმა.