მოსკოვის რეგიონალურ სასამართლოში სროლის ხმა ისმოდა. ე.წ. GTA-ს ბანდის წევრებმა დაცვის წევრების განიარაღება მოახერხეს და ცეცხლი გახსნეს. შედეგად 3 თავდამსხმელი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილია ერთი პოლიციელი და პროკურორი ქალიც. GTA-ს ბანდა მოსკოვში მოქმედი ბანდიტური დაჯგუფება, რომელსაც რამდენიმე მკვლელობაში, ძარცვასადა ქურდობაში ედება ბრალი.