ჩინეთში კვლავ სტიქიას ებრძვიან. ბოლო 2 დღის განმავლობაში ტაიფუნმა ქვეყნის სამხრეთ პროვინციებს მეორედ გადაუარა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ფუძიანის პროვინციას მიაყენა. დატბორილია 56 სოფელი და დასახლებული რაიონი. სტიქიის ზონიდან 300-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.