აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ, მაიკ პენსის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენტიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ.
მისივე თქმით, გლობალური პარტნიორობის წვრთნა, სადაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, რაც საქართველოს საშუალებას აძლევს, თავისი თავდაცვისუნარიანობა გაამყაროს. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი ამერიკის დახმარების საქართველოს თავდაცვის უნარის განმტკიცებაში.
"პრეზიდენტ ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ასევე ძალიან შთაბეჭდილების მომხდენია, რომ საქართველო ორ პროცენტს ხარჯავს მთლიანი შიდა პროდუქტის თავდაცვის სფეროზე და ამით ნატოს ზოგიერთ წევრს ასწრებს, მაგრამ ეს მძიმე რეალობით არის გამოწვეული.
სულ 40 კილომეტრის დაშორებით რუსული ტანკები განლაგებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და 20 პროცენტი ოკუპირებულია.
ხაზს ვუსვამ, რომ ამერიკა მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას. ამერიკა მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენუტიტეტს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენტიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ",-აღნიშნა პენსმა.