არამგონია, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი არაფორმალური მმართველობის შესახებ მიღებული ინფორმაციით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე მაღალი წარმოდგენის დარჩენილიყო, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს მაიკ პენსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მაიკ პენსთან შეხვედრისას ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის არსებობის პრობლემაზე ყურადღება ოპოზიციური პარტიების ყველა ლიდერმა გაამახვილა.
“არაფორმალურ მმართველობაზე ოპოზიციური პარტიის ყველა ლიდერმა ისაუბრა, რადგან ეს არის რეალობა და ჩვენ ამ რეალობაში ვცხოვრობთ. არამგონია, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი არაფორმალური მმართველობის შესახებ მიღებული ინფორმაციით, საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე მაღალი წარმოდგენის დარჩენილიყო”, - განაცხადა ნიკა მელიამ.