ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რის წინაშეც ვდგავართ, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა შალვა შავგულიძემ ჟურნალისტებს მაიკ პენსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, პენსმა საკითხები ყურადღებით მოისმინა.
“ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რის წინაშეც ვდგავართ. ეს არის: ძალაუფლების ჭარბი კონცენტრაცია მმართველი პოლიტიკური პარტიის ხელში, შესაბამისად, ინსტიტუციური მმართველობის მოშლა და არაფორმალური მმართველობის არსებობა. ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა ამის შესახებ ყურადღებით მოისმინა”, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.