იყო ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ტრამპი აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერის მკაფიო პოლიტიკას, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს მაიკ პენსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, აშშ-ს გააჩნია დიდი ინტერესი, რომ საქართველო იყოს სტაბილური დემოკრატია. მისივე თქმით, სტაბილური დემოკრატია არის გასაღები ჩვენი უსაფრთხოების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ეკონომიკური განვითარების. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ყველაფერი სწორედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე დგას.
“იყო ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი ტრამპი აგრძელებს საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერის მკაფიო პოლიტიკას, რაც ყველაზე დიდი გარანტიაა იმისა, რომ საქართველო მომავალში აუცილებლად იქნება ერთიანი, აუცილებლად იქნება ნატო-ს წევრი და ისევე დაცული და წარმატებული ქვეყანა, როგორც დღეს არის ესტონეთი, საიდანაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა და როგორიც არის მონტენეგრო, სადაც საქართველოდან მიდის. მაიკ პენსის ვიზიტის მესიჯები, მარშუტი ცალსახად ადასტურებას აშშ-ს ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, - განუცხადა ჟურნალისტებს დავით ბაქრაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან შეხვედრისას იყო ღია საუბარი და მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხის მიმართ.