შემდეგი გაჩერება საქართველოა, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.
პენსი ესტონეთს მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
„მადლობა ესტონეთს მასპინძლობისთვის! პატივი იყო ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა და აშშ-ის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და ესტონეთის სამხედროებისთვის მიმართვა. შემდეგი გაჩერება საქართველოა“, - წერს მაიკ პენსმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, 31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა.
დღეს, 19:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება (მედიის წარმომადგენლების აეროპორტში მისვლის დრო 16:00 საათიდან).
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.
1-ელ აგვისტოს, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, 11:15 საათზე, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.
15:15 საათზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება „ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროებს შეხვდება.
მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 1-ელ აგვისტოს დასრულდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს 16:00 საათზე დატოვებს.