მისასალმებელია, რომ ამერიკული კომპანიების დაინტერესება საქართველოთი და მიმდინარე რეგიონალური მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტებით იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ყურადღება ქვეყანაში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ოფიციალურ ვიზიტზე გაამახვილა.
მისი თქმით, ამერიკასთან ორმხრივ ურთიერთობებში 2017 წელი გარკვეულ ისტორიულ ეტაპს წარმოადგენს, რადგან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელია.
„მისასალმებელია, რომ ამერიკული კომპანიების დაინტერესება საქართველოთი და მიმდინარე რეგიონალური მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტებით იზრდება. ამერიკა საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს წარმოადგენს. ამერიკასთან ორმხრივ ურთიერთობებში 2017 წელი გარკვეულ ისტორიულ ეტაპს წარმოადგენს, რადგან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელია. ჩვენ ერთად მრავალ წარმატებას მივაღწიეთ, თუმცა სამომავლოდ, გაცილებით ამბიციური გეგმები გვაქვს, რათა ყველა მიმართულებით ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და კონკრეტული ხელშესახებ შედეგებს მივაღწიოთ. საქართველოში ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას მსჯელობა სწორედ შემდეგი ეტაპისა და მომავალი ერთობლივი ნაბიჯების შესახებ იქნება“, - აღნიშნა ჯანელიძემ.