პრემიერ-მინისტრის ვაშინგტონში ვიზიტის დროს და ასევე, რასაკვირველია, მაიკ პენსის თბილისში ვიზის დროს, მიმდინარე ოკუპაცია, მცოცავი ოკუპაცია იქნება უმთავრესი საკითხი, რომელსაც ჩვენ დავაყენებთ ამ შეხვედრისას, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს შორის შეხვედრა უკვე მესამედ შედგება, მეტყველებს იმ მაღალ დინამიკაზე, რომელიც ურთიერთობებში გვაქვს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან.
„ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომელიც ხორციელდება ახალი ადმინისტრაციის საქმიანობის დაწყებიდან ექვს თვეში, არის განსაკუთრებული გზავნილი ამ ორმხრივი ურთიერთობის ძალიან მაღალი მნიშვნელობისა. ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს შორის შეხვედრა უკვე მესამედ შედგება, მეტყველებს იმ მაღალ დინამიკაზე, რომელიც ურთიერთობებში გვაქვს აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა დავით ბქარაძემ.