31 ივლისს, რვა წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის. მაიკ პენსი ქვეყანას ორი დღით ესტუმრება და ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება. მაღალი რანგის სტუმარი ასევე დაესწრება საერთაშორისო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017-ს".
დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების მერე ეს საქართველოში ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის პირველი ვიზიტი იქნება.
ვიცე-პრეზიდენტი, ინდიანას შტატის ექს-გუბერნატორი და კონგრესის ყოფილი წევრი რუსეთის მიმართ მწვავე განცხადებებით გამოირჩევა. თბილისში სტუმრობამდე ის საქართველოს პრემიერს უკვე ორჯერ შეხვდა.