ტაივანში ძლიერი შტორმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 82 დაშავებულის შესახებ. სტიქიური უბედურების ზონა 8,7 ათასამდე ადამიანმა დატოვა. ისინი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. სტიქიის გამო შეფერხებით მუშაობს ადგილობრივი აეროპორტები. დროებით შეწყვეტილია სასწავლო პროცესიც
.