ავსტრალიელმა სამართალდამცველებმა მასშტაბური ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ამის შესახებ პრემიერმა მალკოლმ ტერნბულმა განაცხადა. მისივე თქმით, ტერორისტები თვითმფრინავის განადგურებას აპირებდნენ, თუმცა ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად მათი გეგმა ჩაიშალა. სიდნეიში სამართალდამცველებმა 4 ეჭვმიტანილი დააკავეს. ისლამისტებთან მათი კავშირი დადასტურდა. სიდნეისა და ქვეყნის დიდ აეროპორტებში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.