ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს „ბანალური მოვაჭრე“ უწოდა.
„ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ მისი მოტივაცია თავიდანვე ვერ გამოვიცანი. მოტივაცია კი მას ძალიან უბრალო აქვს- რაც შეიძლება, მეტი ფულის შოვნა. ეს ადამიანი ბანალურ მოვაჭრედ დარჩა. ის თავის სამუშაო ადგილზე თავის ბიზნესს აგვარებს,“-აღნიშნა სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.