მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს იმ ადამიანთა სია, ვინც ერთი ხელმოწერით დაასაქმა თბილისის მერმა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც"კურიერში" გაჟღერებულ ინფორმაციას, დავით ნარმანიას მიერ მერიაში ერთ დღეში 600-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას ეხებოდა.
მერობის კანდიდატის თქმით, დედაქალაქის მერი კორუფციულ გარიგებებში არის ჩართული. ზალიკო უდუმაშვლის განცხადებით, მისი მერად არჩევის შემთხვევაში მერიაში ადამიანები დასაქმდებიან ცოდნის, კვალიფიკაციისა და უნარების მიხედვით და არა პარტიული ნიშნით.
"თბილისის მერია იქცა ხელისუფლების საარჩევნო შტაბად. მოვითხოვ დაუყოვნებლივ გასაჯაროვდეს იმ ადამიანთა სია, ვინც ერთი ხელმოწერით დაასაქმა თბილისის მერმა და მათ წარმოუდგენლად მაღალი ხელფასები დაუნიშნა“,- აღნიშნა ზალიკო უდუმაშვილმა.