აქცია იუსტიციის სამინისტროსთან - ბავშვთა სამყაროს“ აქციონერები და მოიჯარეები გუშინ დაკავებული დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის გათავისულებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მაჭავარიანი უდანაშაულოა, რადგან უსაფრთხოების წესები, რასაც მას გამოძიება ედავება, დაცული იყო და თუ სავაჭრო ცენტრის დაწვაში მაჭავარიანია დამნაშავე, მაშინ ასეთივე დამნაშავეები ისინიც არიან.
პარალელურად პროკურატურასთან აქციას მართავენ დაზარალებული მოვაჭრეები.
შეგსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი გუშინ დააკავა.
ფოტო: საზოგადოებრივი