პოროშენკოს არც ტვინი ეყო, არც გამოცდილება და არც თავშეკავება, რომ მსგავსი სისულელე არ ჩაედინა, - ამის შესახებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა BBC-ის რუსულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ის უკრაინაში ჩასვლას და პასპორტის დაბრუნებას აპირებს, ამას კი ხალხის მობილიზებით და საპროტესტო აქციებით გეგმავს.
„მე დავბრუნდები უკრაინაში, იმიტომ, რომ იქნება ხალხის მობილიზაცია, შემოდგომისთვის ამას ისედაც ვაპირებდით. რა თქმა უნდა, ჩავალ და ყველაფერში აქტიურად მივიღებ მონაწილეობას. პოროშენკოს არც ტვინი ეყო, არც გამოცდილება და არც თავშეკავება, რომ მსგავსი სისულელე არ ჩაედინა“, - აღნიშნა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა.