მეორე ტური არ იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ NDI-ის კვლევის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ყველაზე ღირსეული და გამოცდილია.
”მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის კანდიდატი ყველაზე ღირსეული, გამოცდილი კანდიდატია. მას აქვს ძალიან დიდი რესურსი, ძალიან დიდი მხარდაჭერა. ასე, რომ დარწმუნებული ვარ იმაზე კარგი და უკეთესი შედეგი იქნება ჩვენი გუნდის სასარგებლოდ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ამ კვლევით ჩანს. ამ კვლევაზე დამოკიდებულება ჩვენი მხრიდან საყოველთაოდ ცნობილია, ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდები”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის, NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 30% კახი კალაძეს მისცემდა ხმას, 19% - ალეკო ელისაშვილს, 18% კი - ზაალ უდუმაშვილს.