NDI – ს კვლევამ გვაჩვენა, რომ სოციალური პრობლემები, კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად ქვეყანაში, - აცხადებს ,,ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე.
,,სიღარიბე , უმუშევრობა, ეს ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას. ამ ფონზე კვლევა გვაჩვენებს,რომ ევროპული საქართველოს ეკონომიკური პროგრამისადმი საკმაოდ დიდია ნდობა და მოსახლეობის ნაწილს სჯერა, რომ ევროპული საქართველო შეძლებს ამ მწვავე სოციალური პრობლემის გადაჭრას . ამ ფონზე ამომრჩევრლის თითქმის 50 % - ს გადაწყვეტილი არ აქვს თუ ვის დაუჭერს მხარს . შესაბამისად ჩვენი შემდგომი აქტიური მუშაობა, მიმართული იქნება იქითკენ , რომ ჩვენი ეკონომიკური პროგრამა , ჩვენი ხედვა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე მოვაგვაროთ, სოცილაური პრობლემები და სხვა პრობლემები რომელიც დედაქალაქის მოსახლეობას და რაიონების მოსახლეობას აწუხებს და ეს მოგვცემს დადებით შედეგს არჩევნებზე“, - აცხადებს აბესაძე NDI – ის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევების შეფასებისას.