ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 37%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია დგას. გამოკითხულთა 23%-ის თქმით, მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ”ქართული ოცნება” დგას. 9% აცხადებს, რომ ”ნაციონალური მოძრაობა”, 4%-ის თქმით, „ევროპული საქართველო“, ასევე, გამოკითხულთა 4%-ის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“, ხოლო 3%-ის თქმით, „ლეიბორისტული პარტია“.
გამოკითხულთაგან 13%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დღეს საზოგადოებრივი კვლევის პოლიტიკურ ნაწილს ასაჯაროებს.
კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ჩატარდა. კვლევის ცდომილება +/- 2,2 %-ია.