ვფიქრობთ, რომ ეს სწავლება [„ღირსეული პარტნიორი“] არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატი, რომელშიც 4 ძირითადი მიმართულებაა არჩეული - უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობა, დემოკრატიის განვითარება და ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობის მიმართულება, საკმაოდ დინამიურად ვითარდება.
"ვფიქრობთ, რომ ეს სწავლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისთვის. მასში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. თუ არ ვცდები, უკვე მესამედ იმართება ასეთი ტიპის სწავლება და ესეც ნამდვილად მისასალმებელია. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დინამიკა ძალიან მაღალია. ასევე ვფიქრობთ, რომ ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების ფორმატი, რომელშიც 4 ძირითადი მიმართულებაა არჩეული - უსაფრთხოების მიმართულება, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობა, დემოკრატიის განვითარება და ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობის მიმართულება, საკმაოდ დინამიურად ვითარდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაიკ პენსის ვიზიტი კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია ამ ორმხრივი ურთიერთობების ბიძგის მისაცემად“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.