ეს ვიზიტი გახლავთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება აშშ-ის მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პენსის ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი 31 ივლისს და 1-ელ აგვისტოს შედგება.
"მინდა შევეხო აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში. 31 ივლისს და 1-ელ აგვისტოს შედგება მისი ვიზიტი. ეს ვიზიტი გახლავთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება აშშ-ის მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. ვფიქრობთ, ის, რომ ჩვენ ძალიან მოკლე დროში დავამყარეთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები ახალ ადმინისტრაციასთან, არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.