საქართველოს პრემიერმინისტრი ამ წუთებში ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს ხვდება. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე ილაპარაკეს. ისრაელის პრეზიდენტის თქმით, ის ბედნიერია იმით, რომ ქართულ დელეგაციას მასპინძლობს.
პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბევრი ტურისტი მოგზაურობს მათი ქვეყნიდან საქართველოში და პირიქით. ასევე ხაზი გაესვა ეკონომიკურ კავშირებს.
საქართველოს პრემიერმინისტრი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს. პრემიერმა კოლეგა საქართველოში მიიწვია, რაზეც ნეთანიაჰუმ თანხმობა განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა გუშინვე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას მიაგო პატივი.