პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ბიუროს დღეს, 11:00 საათზე წარედგინება.
დეპუტატები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რიგგარეშე სხდომის ჩატარების საკითხზე იმსჯელებენ.
სხდომა ქუთაისის პარლამენტში სავარაუდოდ 26 ივლისს გაიმართება.
გიორგი მარგველაშვილმა ვეტო "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებს დაადო.
”ხალხს უნდა ჰქონდეს გარანტირებული შესაძლებლობა, უშუალოდ ან წარმომადგენლების მეშვეობით გადაწყვიტოს საკუთარი პრობლემები, დაიცვას საკუთარი ინტერესები, უზრუნველყოს უფლებების რეალიზაცია. ამ თვალსაზრისით, ხელისუფლების განხორციელებაში პირდაპირი, უშუალო მონაწილეობა ადგილობრივ დონეზეა განსაკუთრებით ეფექტიანი”, - ნათქვამია პარლამენტისთვის წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში.