პარლამენტის ბიურო 24 ივლისს პრეზიდენტის ვეტოსა და რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე იმსჯელებს. კანონმდებლები ხვალვე ბიუროზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაეცნობიან.
გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა. აქედან ერთი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი - ”საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული ორ სხვადასხვა კანონროექტი.
”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებულ ცვლილებთან დაკავშირებით პრეზიდენტ მარგველაშვილის მორტივირებული შენიშვნები 28 გვერდისგან შედგება. საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, 26 ივლისს გაიმართება. ბიუროს სხდომა კი ხვალ, 11:00 საათზეა ჩანიშნული.