21 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3983 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3995 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7923 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7621 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.02 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6783 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.1183 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 ივლისიდან შევა ძალაში.