NDI პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს მომავალ კვირას გაასაჯაროებს. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა პირისპირი ინტერვიუს პრინციპით მოქალაქეები ივნისსა და ივლისის დასაწყისში გამოკითხა.
წინასწარი ინფორმაციით, კვლევა სოციალურ საკითხებსაც მოიცავს, თუმცა გამოკითხვის ძირითადი ნაწილი პოლიტიკურ თემებს დაეთმობა.
NDI-ის წინასაარჩევნო მონიტორინგის მისია თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს შეაფასებს და რეკომენდაციებს წარადგენს.
მისიამ ანგარიში ერთკვირიანი დაკვირვების შედეგად მოამზადა.