პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ადგილობრივი თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს დღეს გადაეგზავნება.
ანა დოლიძის აზრით, პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, პრეზიდენტის აზრით, ქვეყანაში დემოკრატიის ხარიხს აუარესებს.
,,მიუღებელია 7 თვითმმართველი ქალაქისათვის სტატუსის ჩამორთმევა. ეს არის „ოცნების“ მიერვე დაწყებული რეფორმების უკან შეტრიალება და მიუღებელია მათი განხორციელება, განსაკუთრებით, როდესაც სულ სამი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე”, - აღნიშნა ანა დლოლიძემ.
მისი განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები ძალიან პრობლემურია, რადგან მმართველ პარტიას ცესკოში ყველა პარტიაზე მეტი წევრი ეყოლება, რაც საკმაოდ ნეგატიურ ელფერს შესძენს საარჩევნო გარემოს, საარჩევნო პროცესს და დაუკარგავს საარცევნო ადმინისტრაციას მოსახლეობის ნდობას.
ანა დოლიძის განცხადებით, პრეზიდენტის შენიშვნებში გათვალისწინებულია სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ის არგუმენტები და პოზიციები, რომელიც მათ პრეზიდენტსა და მის მრჩევლებს კონსულტაციებისას წარუდგინეს.