ისრაელში კიდევ ერთი პალესტინელი მოკლეს. ინციდენტი იორდანეს სანაპიროზე მოხდა. დანით შეიარაღებული ახალგაზრდა თავს ებრაელ სამხედროებს დაესხა. ის ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. ვითარება იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც ისრაელის ხელისუფლებამ ლტოლვილთა დასახლებებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.