საქართველოს მთავრობის დელეგაცია ნოემბერში უკრაინას ეწვევა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.
"შემოდგომაზე ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობის დელეგაციას პრემიერის ხელმძღვანელობით", - აღნიშნა პოროშენკომ.
საქართველოში ვიზიტად მყოფი უკრაინის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს დღეს, პირისპირ შეხვდნენ.