უამინდობა არგენტინაში. სან-კარლოს-დე ბარილოჩეს რაიონში ჰაერის ტემპერატურა მინუს 25 გრადუსამდე დაეცა, რაც სარეკორდო მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. ძლიერ ყინვას თან უხვთოვლობაც დაერთო. რიგ მონაკვეთებზე თოვლის საფარის სიმაღლემ ნახევარ მეტრს მიაღწია, რამაც საავტომობილო მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. შეფერხებით მუშაობს ადგილობრივი აეროპორტებიც. უხვთოვლობის გამო მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი სისტემაც. 25 ათასზე მეტ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.