საპარლამენტო უმრავლესობაში ვერ აკონკრეტებებენ, რა საკითხს დათმობენ საკონსტიტუციო ცვლილებებში. როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, მთავარი სახელმწიფო სტაბილურობაზე ზრუნვაა.
,,ვნახოთ, რომელ პოზიციაზე შევჯერდებით და საერთოდ თუ შევჯერდებით რაიმე პრინციპზე..
ჩვენ სახელმწიფო სტაბილურობაზე უნდა ვიზრუნოთ. ამის იქით არავითარი სხვა განწყობა არ გამაჩნია. ხალხმა უნდა იცოდეს, ვის ირჩევს პარლამენტში და ზუსტად იმ დოზით შემოუშვას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, რა გზითაც მხარდაჭერას იმსახურებს. კომპრომისი რაღაც თემასთან დაკავშირებით შეიძლება, მაგრამ არაადეკვატური იქნება, თუკი სახელმწიფოს ინტერესებზე ვლაპარაკობთ”, - აღნიშნა ვოლსკიმ.