ხვალიდან ბათუმში სტარტს იღებს რუსუდან სიხარულიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში. შეჯიბრი 12- დან 15 ივლისამდე ქალაქ ბათუმში გაიმართება. ტურნირი ვითიბი ბანკის მხარდაჭერით უკვე მეოთხედ იმართება. მასში მონაწილეობას იღებს 150-ზე მეტი სპორტსმენი, 11 ქვეყნიდან. მსაჯთა კოლეგიაში წარმოდგენილი არიან ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები.
ვითიბი ბანკი 2012 წლიდან საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის გენერალური სპონსორია.
საქართველოს სპორტული ტანვარჯიშის ფედერაციაში აღნიშნავენ:
სპონსორობის გარდა, ვითიბი ბანკი აქტიურად ეხმარება ფედერაციას სხვდასხვა პროექტების განხორციელებაში და მათ შორის აღნიშნული ტურნირის ჩატარებაში. ვითიბი ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია მომავალი და დღევანდელი სპორტსმენების წინსვლისთვის, სპორტული ტანვარჯიშის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის საქართველოში.