ფოთის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებ ფოთის პოლიციაში იკითხებიან.
როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, შორენა თვალთვაძე აცხადებს, სამართალდამცავები მოვაჭრეებისგან ხანძრის გაჩენის შესაძლო ვერსიებით დაინტერესდნენ და ზარალის ოდენობასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.
შეგახსენებთ, რომ ფოთის ბაზრობაზე ხანძარი გუშინ დილით გაჩნდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.