„ლოუკოსტერმა“ Wizz Air-მა, უკრაინაში Ryanair-ის არ შემოსვლით „დაზარალებული“ მგზავრებისთვის სპეციალური 15 ევროდან ტარიფი აამოქმედა.
Wizz Air-ის ინფორმაციით, მგზავრებს 17 ივლისამდე შეუძლიათ დაჯავშნონ ბილეთები ალტერნატიულ მიმართულებებზე, რომლის მეშვეობითაც ფრენები 30 ნოემბრამდე უნდა განხორციელდეს.
ალტერნატიულ რეისზე, მაგალითად ლვოვი-ვროცლავის მიმართულებაზე Wizz Air-მა 15 ევროიანი ტარიფი აამოქმედა.
ასევე Ryanair-ის მგზავრებს, რომელთაც შეძენილი ქონდათ ავიაბილეთი ლვოვი-ბერლინის მიმართულებაზე შეუძლიათ გადააფორმონ ბილეთი Wizz Air-ის იმავე მიმართულებაზე, რომლის ფასიც 25 ევროდანაა.
Ryanair-ის მგზავრებმა, რომელთაც შეძენილი ქონდათ ავიაბილეთები კიევი-ლონდონი (სტანსტედი) და კიევი-ეინდჰოვენი, შესაძლებლობა აქვთ გადააფორმონ ბილეთები Wizz Air-ის კიევი-ლონდონის (ლუტონი) და კიევი-კელნის რეისებზე, ამ მიმართულებებზე ბილეთის ფასი 35 ევროდანაა.