საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სასამართლოზე ჩვენებას აძლევს. ერთ-ერთი დაკავაებული ფოტოგრაფის, გია აბდალაძის ყოფილი ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.
ეკა ბესელიას თქმით, საქმეს აწარმოებდა დაზვერვის სამსახური, ხოლო კერძოდ, თუ ვინ შედიოდა მასთან ღამე, გვარებს ვერ ეტყოდა, რადგან იქ საუბარი შეუძლებელი იყო.
,,სერიოზული ფსიქოლოგიური დაძაბულობა ჰქონდა. კონტრდაზვერვის თანამშრომლებსა და სხვა თანამშრომლებზე ამბობდა. მეუბნებოდა - მე ამას ვერ გავუძლებ, აქედან ცოცხალი ვერ გავალო. ბოლოს წინა შეხვედრაზე, სანამ აღიარებაზე ხელს მოაწერინებდნენ, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებული იყო“,- აღნიშნა ბესელიამ.
პროცესის დაწყებამდე მან ჟურნალისტებტან განაცხადა, რომ „ფოტოგრაფების საქმე“ მის საადვოკატო საქმიანობაში ერთ-ერთი დრამატული, მძიმე და ემოციური საქმე იყო.
,,ძალიან კარგად მახსოვს ის ურთულესი დღეები, რომელიც ამ საქმეს უკავშირდებოდა; ის პოლიტიკური წნეხი, რომელიც ხორციელდებოდა დაკავებულ ფოტორეპორტიორებზე. გიორგი აბდალაძის დაცვის უფლება ისე აშკარად და უხეშად დაირღვა, რომ ამის მტკიცება ობიექტური გამოძიების პირობებში არ გაჭირდებოდა. მაშინ ყველა იმ უკანონობაზე რაც გლდანის მერვე საპყრობილეში ხდებოდა შსს-ს თანამშრომლების მხრიდან, ვაფიქსირებდი პროტესტს ოქმებში. დღეს სასამართლოს მოვუყვები იმას, რაც ვიცი ამ საქმეზე. იმ უკანონობას, რაც ხდებოდა მაშინ, მათ შორის, ვისაუბრებ უკანონო საპროცესო შეთანხმებაზე, რომელიც დაიდო და რომელსაც მე ხელი არ მოვაწერე, როდესაც აღაიარებინეს ჯაშუშობის უმძიმესი ბრალი”, - აღნიშნა დეპუტატმა. მისისვე თქმით, ახლა უკვე თვალსაჩინოდ გამოჩნდა, ეს საქმე უკავშირდებოდა 26 მაისის ცნობილ მოვლენებს.