ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაზის საქმეზე მისი დაკითხვა იგეგმება.
როგორც გამზარდია სოციალურ ქსელში წერს, ამ საკითხზე თავის პოზიციას მოგვიანებით გამოხატავს.
„11 ივლისს სასამართლოს მივცემ ჩვენებას ე.წ. ციანიდის საქმეზე. მოგვიანებით კი ჩემს პოზიციას გამოვხატავ ამ თემაზე, რადგან ჩემი მოსაზრებები გულისხმობს პატრიარქის ლიკვიდაციის თემას, ხოლო სასამართლო მიმდინარეობს დეკანოზის მხრიდან შორენა თეთრუაშვილის შესაძლო მკვლელობის თემას. ეს კი მოცემული მომენტისთვის ერთმანეთისთვის დამოუკიდებლად განიხილება", - აცხადებს არჩილ გამზარდია.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა 11 ივლისს განახლდება.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულ დეკანოზს პროკურატურა ანგარებით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვას ედავება.