ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - თამარის დასახლებაში არასრულწლოვანს ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გადასვლისას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.