მნიშვნელოვანია, [მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხზ] არსებობდეს საფუძვლიანი მტკიცებულებები, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-საც აქვს მსგავსი ტიპის მოთხოვნები და მისი როლიც მდგომარეობს იმაში, რომ გამოცდილება საქართველოს გაუზიაროს.
"რაც შეეხება ექსტრადირების საკითხს, ჩვენ დავაფიქსირეთ პოზიცია მთავრობასთანაც, რომ უნდა არსებობდეს ძალიან ზედმიწევნითი შესაბამისობა ექსტრადიციის მოთხოვნებთან. ჩვენს ქვეყანას აქვს მსგავსი ტიპის მოთხოვნები და ჩვენი როლიც მდგომარეობს იმაში, რომ გამოცდილება გავუზიაროთ. მნიშვნელოვანია, არსებობდეს საფუძვლიანი მტკიცებულებები", - განაცხადა იან კელიმ.