აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას თვალთვალის შესახებ შსს-მ გამოძიება დაიწყო.
"დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, თუმცა ამ დროისთვის მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, მას უკანონოდ უთვალთვალებენ.
მუსტაფაევამ აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს მიმართა.